პიარი თუ რეკლამა?

-       ეს ინფორმაცია სარეკლამოა…
-       მე მაინც ვეტყვი პროდიუსერს, მარა სარეკლამოაო მეტყვის და ვერ შეგპირდები…
-       სიუჟეტი უკვე დავამონტაჟეთ და უნდა ჩაგვეგდო ვიორსტკაში, მარა სარეკლამოს გავსო პროდიუსერმა და არ გაუშვა…
-       გენაცვალე, რა ამბავია ახლა ეს, მე რომ სტატია დავუწერო და მივუძღვნა. სარეკლამო კი გამოვა ისე. იყიდე ნახევარი გევრდი და…
მსგავსი ფრაზების მოსმენა ნებისმიერი პიარმენეჯერისთვის ძალიან რთულია. თუ ამას, ან რაიმე მსგავს ისმენ და/ან იღებ შეტყობინების სახით, ესე იგი შენი ორგანიზაციის, ან შენი კლიენტის ნიუსი არ გაშუქდება და დარჩები „გაუპიარებელი“, რისი ახსნაც ხელმძღვანელისთვის და მითუმეტეს კლიენტისთვის ძალიან რთული რამ არის. მათთვის ხომ ყველა ინფორმაცია მათ შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ჰოდა, ვართ ამ ორ ცეცხლშუა ეს საწყალი პიარმენეჯერები და კიდევ სხვებს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენი პროფესია ყველაზე პრესტიჟული, შემოსავლიანი და საინტერესოა. ეს პრობლემა კი მართლაც არსებობს და ჩემი აზრით, საინტერესოა მისი განხილვა და თუნდაც კითხვების დასმა, რომლებზეც პასუხი არ არის აუცილებელი ახლავე ითქვას. მთავარი კი ისაა, რომ ის თუ რა არის პიარი და რა არის რეკლამა, უკვე ყველას გვერევა ერთმანეთში და ერთობ უცნაური, ქართული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ მედიასთან ურთიერთობისას.
და მაინც, რა არის პიარი?
დღესდღეობით მსოფლიოში, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებისა და გავლენიანი ავტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დაახლოებით 600-მდე განმარტებაა, რომელიც გამოიყენება პიარ პრაქტიკოსების მიერ. მაგრამ, მგონი, ყველა პიარმენეჯერს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკუთარი განმარტება აქვს შემონახული. ჰოდა, ჩვენეული განმარტებითსაზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს პერმანენტულ და მიზანმიმართულ ორმხრივ კომუნიკაციას და დიალოგს ორგანიზაციას/პიროვნებას და მის მიზნობრივ აუდიტორიას/დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომელიც ორმხრივი ინტერნესების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული.  ერთი შეხვედვით რთული და გაუგებარი დეფინიციად შეიძლება მოგეჩვენოთ აღნიშნული განმარტება, თუმცა პიარში საქმე კომუნიკაციას და საინფორმაციო ურთიერთქმედებას ეხება და ეს ყველასთვის გასაგები და ნათელი უნდა იყოს.
რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?
ზედმეტი მსჯელობისა და თეორიული წიაღსვლებისგან რომ დავაზღვიო ამ ტექსტის მკითხველი, აჯობებს მარტივი ცხრილით ავხსნა განსხვავება საზოგადოებასთან ურთერიერთობასა და რეკლამას შორის:

მიუხედავად ასეთი გამართული ცხრილისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამყოფი ხაზი რეკლამასა და პაირს შორის არ არის მკვეთრი და როდესაც ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინება, როგორც რეკლამის, ასევე პიარის ინსტრუმენტად არის გამოყენებული.
ნიუსი და მისი მნიშვნელობა?
სამიზნე აუდიტორიასთან პაირ კომუნიკაციის დროს, ორგანიზაციები და ცალკეული ინდივიდები ძირითადად სიახლეს, ახალ ამბავს, იგივე ნიუსს იყენებენ, რადგან ინტერესი სამიზნე ჯგუფების მხრიდან უმეტესწილად მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიმართ არსებობს. აქ საქმე უფრო მარტივადაა. მთავარია ამბავი, ინფორმაცია, იყოს ახალი მიმღებისთვის და ამასთან ერთად, იყოს აქტუალური და საინტერესო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიახლე ნიუსად არ გამოდგება.
მედიასთან ურთიერთობა?
ტრადიციულ მედიასთან ურთიერთობის დროსაც, პიარმენეჯერები ძირითადად ნიუსს ვიყენებთ, როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუელებების დაინტერესებისა და გაშუქების უზრუნველყოფის იარაღს. მედიისგან კი ჩვენ გვინდა გაშუქება, რადგან იგი სწრაფად ავრცელებს ინფორმაციას, უფრო სანდოა აუდიტორიისთვის, დიდ მასშტაბებეს მოიცავს და უფასოა (თუმცა ეს ჩვენთან საკითხავია!). ამიტომ ჟუნრალისტებთან ურთიერთობა, ჩვენი ნიუსების გაშუქება და გავრცელება მედია არხების საშუალებით, პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მიმართულებაა, რაც საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრეს ინსტრუმენტად არის მიჩნეული.
ანუ დასკვნის სახით, რომ ვთქვათ, დღესდღეობით მედია გაშუქება არის პიარმენეჯერის საქმიანობის უმთავრესი შედეგი და მისი მუშაობის ეფექტიანობაც ამით განისაზღვრება. ამის გარეშე, ჩვენი მუშაობა აზრს კარგავს. საპასუხოდ კი, იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნეს, სამოქალაქო საზოგადოების ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოვადგენთ, მედიისგან ვიღებთ პასუხს, რომ ჩვენი ნიუსი სარეკლამოა. უმეტეს შემთხვევაში. ახალი ამბის შინაარსი ხშირად არაა მნიშვნელოვანი. სწორედ აქ ჩნდება ის კითხვები, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესზე პასუხისმგებელ ხალხს გვიჩნდება და გვაწუხებს…
მტკივნეული კითხვები?
-       რატომ მიიჩნევა საინტერესო ნიუსად და არა „სარეკლამოდ“ მხოლოდ საჯარო უწყების, ან პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ახალი ამბავი?
-       რა ლოგიკით ენიჭება სარეკლამო ნიუსის სტატუსი სოციალურ საქველმოქმედო, სოციალური პროექტის, სამოქალაქო აქტივობისა და მსგავსი ტიპის საქმიანობის ამსახველ ახალ ამბავს?
-       რატომ მიიჩნევა ორგანიზაციის სახელის დაფიქსირება თავისთავად უკვე რეკლამად?
-       რატომ არის შოუბიზნესის წარმომადგენელის, ან მასთან გათანაბრებული პირის, საქართველოში ცნობად სახეს რომ უწოდებენ, ცხოვრების ამბავი უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური, ვიდრე რომელიმე ბიზნესორგანიზაციის მიერ დაწყებული საქველმოქმედო პროექტი, ან თუნდაც ახალი მშენებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ანგარიშგების ღონისძიება?
-       უცხოური საინფორმაციო რესურსებიდან აღებულ ინფორმაციას, ან ინტერნეტში ნაპოვნი სტატიის თარგმნას, ქართული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ახალი ამბების გაშუქება ხომ არ აჯობებდა?

0 коммент.:

Отправить комментарий